5 ყველაზე უცნაური ობიექტი სამყაროში
- მისტიკური რადიოსიგნალები
2007 წლიდან მოყოლებული მკვლევარები იღებენ ულტრაძლიერ, ულტრანათელ რადიოსიგნალებს, რომლებსაც მხოლოდ რამდენიმე მილიწამის ხანგრძლივობა ახასიათებს. ამ იდუმალ ციმციმებს სწრაფი რადიო აფეთქებები უწოდეს, თუმცა ისინი უცხო ცივილიზაციებიდან არ მოდიან. როგორც ჩანს მილიარდობით სინათლის წლის მანძილიდან ჩნდებიან.
- ბირთვული პასტა
ასე უწოდებენ სამყაროში ყველაზე ძლიერ ნივთიერებას, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის ნარჩენებისგან წარმოიქმნება. ამ პროცესისთვის 10 მილიარდჯერ მეტი ძალაა საჭირო, ვიდრე ფოლადის დასამსხვრევად.
- ჰაუმეას ბეჭდები
ჯუჯა პლანეტა ჰაუმეა მზის სისტემაში ყველაზე სწრაფად მბრუნავი ობიექტია. 2017 წელს ასტრონომებმა მასზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს, რომ პლანეტის გარშემო ძალიან წვრილი რგოლები მოძრაობდა, რაც სავარაუდოდ წარსულში მომხდარი შეჯახების შედეგია.
- მიმმართველი ნეიტრონი
განსაკუთრებული ენერგიის მქონე ნეიტრონი, რომელიც დედამიწაზე 4 მილიარდი წლის წინ გამოიტყორცნა აალებური ბლაზარისგან, სუპერმასიური შავი ხვრელი გალაკტიკის ცენტრში, რომელიც შთანთქავდა მიმდებარე მატერიალს.
- ინფრაწითელი ნაკადი კოსმოსიდან
2018 წლის სექმტემბერში ასტრონომებმა აღმოაჩინეს ინფრაწითელი სინათლის გრძელი ნაკადი, რომელიც დედამიწიდან 800 სინათლის წლის დაშორებით მდებარე ნეიტრონული ვარსკვლავიდან მოდიოდა, რაც იქამდე დაფიქსირებული არ ყოფილა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვარსკვლავის გარშემო არსებული მტვრის დისკი შეიძლება აწარმოებდეს სიგნალს, მაგრამ ეს ფაქტი ჯერ დადასტურებული არ არის.