როგორ ვებრძოლოთ კვებით აშლილობას
კვებითი აშლილობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მას განსხვავებული სიმპტომატიკა და ჩვენებები ახასიათებს. არსებობს რამდენიმე ფორმა, ანორექსია, ბულემია და ჭარბი კვების დარღვევა. მითია ის, რომ კვებითი აშლილობა მხოლოდ გამხდარ ადამიანებს ახასიათებთ, ეს შეიძლება ნებისმიერი ფორმის და წონის მქონე ინდივიდს დაემართოს. არ შეიძლება ამ ფაქტის უგულებელყოფა და იმის თქმა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან კვებითი ფუნქციების დარღვევამ ადამიანს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სერიოზული მენტალური ზიანიც შეიძლება მიაყენოს.
კვებითი აშლილობის მკურნალობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ურთიერთობები. როგორც წესი ადამიანებს ამ თემაზე საუბარი უჭირთ, ამიტომ თუ ხედავთ, რომ თქვენი ახლობელი, მეგობარი ან ოჯახის წევრი აღნიშნული დაავადების მქონეა, მაშინ აუცილებლად გადადგით პირველი ნაბიჯი. მზად იყავით იმისთვისაც, რომ ისინი ამას უგულებელყოფენ და ეცდებიან უარყონ თავიანთი პრობლემები. იყავით მომთმენი და დაუჭირეთ მხარი მათ, რათა შეძლონ იმაზე საუბარი, რაც აწუხებთ.
რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, სპეციალისტის ჩარევა პრიორიტეტია. თუ კვებითი აშლილობის რომელიმე ტიპი გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ თერაპევტს, რომელიც გაგიწევთ, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ სამედიცინო დახმარებას. ასევე თერაპია ამ პრობლემის მოგვარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია. ეს დაგეხმარებათ ნეგატიური ფიქრების და ჩვევების დამარცხებაში, რომლებიც რეალურად დგას კვებითი დარღვევების უკან. თერაპია ადამიანს რთულ ემოციებთან, სტრესთან, პრობლემებთან და წარსულის ტრამვებთან გამკლავებას ასწავლის.
იმ შემთხვევაში თუ ვინმეს ძლიერი დეპრესია ან სამედიცინო გართულებები აწუხებს, მაშინ შესაძლოა აუცილებელი გახდეს ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ამისგან თავის დასაცავად, საჭიროა მოხდეს დროული რეაგირება. მიმართეთ დიეტოლოგს, გაიარეთ კვების კონსულტაცია, რაც დაგეხმარებათ ცნობიერების ამაღლებაში და დაბალანსებული საკვები რაციონის შედგენაში.
გისურვებთ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.
წყარო: helpguide.org