პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც უარყოფს ბრალს, სულ უფრო ცინიკური ხდება
კიდევ ერთი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომელიც რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქ მიკოლაივში მარცვლეულის უდიდესი ტერმინალის განადგურებას გამოეხმაურა.
„რუსულმა ძალებმა გაანადგურეს მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი უკრაინაში, მიკოლაივში. ასეთი ცნობების ფონზე, პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც უარყოფს ბრალს, სულ უფრო ცინიკური ხდება,“- წერს ბორელი „ტვიტერზე“.
ცნობისათვის, რუსული ძალების მიერ განხორციელებულმა სარაკეტო თავდასხმამ საპორტო ქალაქ მიკოლაივში მარცვლეულის შესანახი ტერმინალი გაანადგურა.