Добавить новость
123ru.net
News.ge
Май
2022
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23
24
25
26 27 28 29 30 31

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

0
  • თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Construction Machinery Georgia საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე „ლიბჰერის“ (Liebherr) ოფიციალური დილერი გახდა
  • საგზაო-სამშენებლო პრემიუმ ბრენდებთან თანამშრომლობით, „თეგეტა ჰოლდინგი“ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო ტექნიკას მიაწოდებს

თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Construction Machinery Georgiaლიბჰერთან“ (Liebherr) თანამშრომლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 14 მაისს, წინანდალში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე. სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთის ბაზარს გერმანული პრემიუმ ბრენდის სამშენებლო და სამთო-მომპოვებელ ტექნიკას ექსკლუზიურად შესთავაზებს.

რაფაელ გოპფელი, „ლიბჰერის“ სამშენებლო და სამთო-მომპოვებელი ტექნიკის მიმართულების გენერალური დირექტორი: „რეგიონის მასშტაბით ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ. როდესაც გადავწყვიტეთ, საქართველოსა და სომხეთში შემოვსულიყავით, სწორედ მაშინ შევხვდით „თეგეტა ჰოლდინგს“ და პარტნიორობა შევთავაზეთ. მათზე არჩევანი რამდენიმე კომპანიას შორის გავაკეთეთ. ახლა, საქართველოში ჩემი პირველი სტუმრობის დროს, ამ გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო დავრწმუნდი. შევხვდი „თეგეტა ჰოლდინგის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“.

წინანდალში გამართულ შეხვედრაზე Construction Machinery Georgia-სა და Fayat group-ის წევრი „მარინის“ (Marini) ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია უკვე არის უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის კიდევ ერთი ბრენდის, „ბომაგის“ (Bomag) ოფიციალური დილერი.

სამივე პრემიუმ ბრენდი საგზაო, სამშენებლო და სამთო-მომპოვებელი სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკის სრულ ხაზს ფარავს.

ნიკა აბესაძე, Construction Machinery Georgia-ს დირექტორი: „ლიბჰერთან“, „ბომაგთან“ და „მარინისთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სიახლით „თეგეტა ჰოლდინგი“ და Construction Machinery Georgia ადგილობრივ ბაზარს საგზაო-სამშენებლო ტექნიკის სრულ სპექტრს შესთავაზებს, რაც საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მათი ბიზნესისთვის. გვექნება შესაძლებლობა, „თეგეტა ჰოლდინგის“ პორტფელში შემავალი მძიმე ტექნიკა უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ და ბაზრის ნებისმიერი მოთხოვნა ჩვენი ბრენდების საშუალებით დავფაროთ“.

საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდების ოპერირების აღსანიშნად წინანდალში გამართულ შეხვედრას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, „ლიბჰერის“ (Liebherr), „ბომაგისა“ (Bomag) და „მარინის“ (Marini) წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მომხმარებლები.

შეხვედრაზე კომპანიების პრეზენტაციები გაიმართა. Construction Machinery Georgia-მ კი სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

გარდა ამისა, ღონისძიების დამსწრეებს საშუალება მიეცათ, ადგილზე გასცნობოდნენ „ბომაგის“ (Bomag) საგზაო-სამშენებლო ტექნიკას.

იონას ბეჩევიუსი, „ბომაგის“ გაყიდვების რეგიონული მენეჯერი: „ბომაგისთვის საქართველოს ბაზარი ძალიან საინტერესოა. აქ ბევრ საგზაო-სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ვხედავთ დიდ პოტენციალს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით. „ბომაგისთვის“, „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „ქონსთრაქშენ მაშინერი ჯორჯიას“ შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება იყო. „თეგეტა“ დიდი, კარგად ცნობილი ჰოლდინგია. აღსანიშნავია ისიც, რომ მას გზების მშენებლობის მიმართულებით პარტნიორობის კარგი გამოცდილება აქვს. სწორედ ეს გახდა „ბომაგის“ დილერად მისი შერჩევის მიზეზი“.

ბრენდების შესახებ:ლიბჰერი“ (Liebherr) გერმანული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის წარმოების სფეროში წამყვან ადგილს იკავებს. დღეს Liebherr-ის ბრენდი 140-ზე მეტ ბიზნესგაერთიანებას მოიცავს და 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ბომაგი“ (Bomag) და „მარინი“ (Marini) უმსხვილესი ფრანგული ბრენდის Fayat group-ის წევრი კომპანიები არიან.

გერმანული კომპანია BOMAG ლიდერია საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით და გზების მშენებლობისა და შემდგომი მომსახურების სრულ დიაპაზონს ფარავს. კომპანია დღეს, 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტით, მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Marini ლიდერია ასფალტისა და ცივი ასფალტის წარმოების, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით და დღეისათვის 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული.

აღნიშნულ პრემიუმ ბრენდებთან თანამშრომლობით, Construction Machinery Georgia მომხმარებელს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრსა და სერვისს შესთავაზებს. კომპანიაში ტექნიკის სერვისს დატრენინგებული, კვალიფიციური მექანიკოსები, თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის მეშვეობით განახორციელებენ.

თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: В этом году в ТиНАО будет благоустроено несколько больших зон отдыха


Спорт в России и мире
Москва

29 июня на играх «Дети Азии» состязания пройдут по десяти видам спорта


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Уимблдон

Медведев проиграл Джоковичу на выставочном турнире перед Уимблдоном


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Многие краснодарцы к 25 годам имеют несколько высших образований, семью и бизнес





Путин в России и мире
Москва

Песков: собаки, подаренные Путину Ким Чен Ыном, уже адаптируются в Москве


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к лидеру Туркменистана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Нариман Джелял переехал из сибирской тюрьмы в Киев


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певец

Певец Валерий Леонтьев прилетел из США в Москву и выступил на корпоративе



Москва

Трихолог Ветрова рассказала, как вернуть живой блеск сухим волосам

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net