123ru.net
News.ge
Март
2022
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27 28 29 30 31

გიგი უგულავა: „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პუტინის კალათაში კვერცხები ჩაედო

0

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პუტინის კალათაში კვერცხები ჩაედო. დღეს „ქოცები“, ობერქოცები რომ იღვიძებენ, რუსულ არხებს რთავენ და ნახულობენ, „ვაი, რა ხდება, ჩვენები როგორ არიან“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გვინდა საქართველოში ომი თავიდან ავირიდოთ, უკრაინას გვერდში ყველანაირად უნდა დავუდგეთ.

მან ასევე, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია ოპოზიციის ინიციატივებს არ განიხილავს და განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” პარლამენტი გამოფიტვისკენ მიჰყავს და ეს გადაწყვეტილება ამის ნათელი მაგალითია.

მისივე თქმით, ასეთი ქმედებები დამთავრდება იმით, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული გახდება.

გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოში შიდაპოლიტიკურ ტემპერატურას ხელისუფლება ძაბავს და არა ოპოზიცია.

“თანმიმდევრულობა „ქართული ოცნების“ საუკეთესო მხარე არასდროს ყოფილა. მათ პოლიტიკურ ინტერესში შედის, რომ ეს პარლამენტი რაღაცად შემდგარიყო და ვნახეთ მათ რამდენი დრო, ინვესტიცია, ენერგია დახარჯეს ამისათვის, ახლა თვითონვე კლავენ ამ პარლამენტს მათი განცხადებებით. სიმართლე გითხრათ, მე დიდი მოლოდინი ამ პარლამენტის მიმართ ისედაც არ მაქვს, უბრალოდ ჯერ არ ვთვლით, რომ სწორი დროა ამ წუთას რომ გამოხვიდე, მაგრამ ჩემი ვარაუდია, რომ რაღაც მომენტში და ეს მომენტი ალბათ, შორს არ არის, ეს პარლამენტი ისევ ერთპარტიულად დაასრულებს თავის მოღვაწეობას, იმიტომ, რომ თავისი შინაარსით და ბუნებით არის ავტორიტარული. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების” ის მოცემულობა და ის ვერსია, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს სახეზე, არის თავისი ბუნებით აგრესიული და ავტორიტარული. ის არის აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა, რომელიც ვერ იტანს ვერანაირ განსხვავებულ აზრს, მითუმეტეს, ერთ და ორ მეტრიან დიაპაზონში მის წინ მდგომს, ამიტომ შეუძლებელი იქნება ალბათ, დიდი ხანი ამ პარლამენტში გაჩერება.

ფაქტია, რომ თვითონ “ქართულ ოცნებას” პარლამენტი გამოფიტვისკენ მიჰყავს და ეს განცხადება ამის ნათელი მაგალითია. ყველაფერს აკეთებენ, რომ ლეგალური ბერკეტები, რაც ოპოზიციას აქვს, ისიც არ გამოიყენოს. ბადრი ჯაფარიძე პარლამენტიდან მარტო იმიტომ გააგდეს, რომ 50 ხმა არ ჰქონოდა ოპოზიციას და სააკაშვილის საკითხი იქნებოდა ეს თუ სხვა თემა, საგამოძიებო კომისია არ შეექმნა. ადამიანი მარტო იმიტომ გააგდეს პარლამენტიდან, რომ ოპოზიციას არ ჰქონოდა ეს ბერკეტი. ასეთი ქმედებებით დამთავრდება იმით, რომ პარლამენტი იქნება მართლა ერთპარტიული და რაც მთავარია, იქ მყოფ უმრავლესობის წევრებს ეს დისკომფორტს არ შეუქმნის, ბედნიერები იქნებიან საკუთარ ბიომასაში ჩანთხეული, პოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს ხალხი იქ არის საშოვარზე მისული, მაგათ არც პოლიტიკა აინტერესებთ, არც ქვეყანა, ნებისმიერ რამეზე ხელს აწევენ, მითუმეტეს, ვხედავთ “ქართულ ოცნებაში” ნევროზულობას. ეს მდინარაძის გამოსვლებზე კარგად ჩანს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მან ოპოზიციონერი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებიც შეაფასა, სადაც ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო აქტს შეუერთდა. გიგი უგულავას თქმით, ვაშაძის ეს განცხადება „უსინდისობა“ იყო.

მისივე თქმით, რუსეთი ახლა ომშია და მას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია “ფეხზე ჰკიდია”.

„ეშმაკი ხომ დეტალებშია. უსინდისო განცხადება იყო ძალიან, არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი. ისევ დაუბრუნდა, იარა, იარა, იარა, იწვალა და „მიმინოდან“ ნუგზარი დავინახეთ. რუსეთს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ფეხზე ჰკიდია. ომშია. გგონიათ ჰააგის ტრიბუნალი ანაღვლებს, თუ ევროსაბჭოდან გარიცხვა? 30 ქვეყანა იყო ევროსაბჭოდან რუსეთის გაძევების მომხრე, ერთი – სომხეთი რუსეთის მხარეს იყო და სერბეთმა და თურქეთმა თავი შეიკავეს. საქართველო 30-ის წინააღმდეგ წავიდოდა? ესენი უტვინოები კი არ არიან. აბა ყოფილიყო 15-15-ზე და მისი ხმა გადამწყვეტი ყოფილიყო”, – განაცხადა უგულავამ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин рассказал о передовых российских разработках ИИ в области медицины


Спорт в России и мире
Москва

Фомичев отправил в нокаут Морроу в поединке «Бойцовского клуба РЕН ТВ»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Теннисистка Касаткина прошла в полуфинал турнира WTA в Сеуле


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Московской области сотрудники Росгвардии приняли участие в экологической акции





Путин в России и мире
Москва

Лавров: Путин пошутил, говоря о поддержке Харрис на выборах президента США


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко поддержал расширение взаимоуважительного диалога с Ереваном




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Глава МИД Польши попытался оправдаться за свои слова про Крым


Навальный в России и мире
Москва

Польские власти арестовали четверых из восьми подозреваемых по «Невзлингейту»



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Иоганн Себастьян Бах

Бах, Вивальди и Реджо



Москва

Аферистки из Оренбурга получили маткапитал за несуществующих детей

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net