რუსეთის კულტურის სფეროს ცნობილ წარმომადგენელთა ერთობლივი მიმართვა: ჩვენ არ გვინდა ახალი ომი, არ გვინდა ხალხის სიკვდილი
0
ალისა ფრეინდლიხის, ოლეგ ბასილაშვილის, ევგენი მირონოვის, იური როსტის და რუსეთის კულტურის სფეროს სხვა ცნობილ წარმომადგენელთა ერთობლივი მიმართვა:
„ჩვენ ახლა ვმოქმედებთ არა მხოლოდ როგორც კულტურის მოღვაწეები, არამედ როგორც უბრალო ხალხი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს მოქალაქეები. ჩვენ შორის არიან დიდ სამამულო ომში მებრძოლთა შვილები და შვილიშვილები, ამ ომის მოწმეები და მონაწილეები.
თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს ომის გენეტიკური მეხსიერება. ჩვენ არ გვინდა ახალი ომი, არ გვინდა ხალხის სიკვდილი.
გასულმა მე-20 საუკუნემ კაცობრიობას ძალიან დიდი მწუხარება და ტანჯვა მოუტანა. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ 21-ე საუკუნე იქნება იმედის, გახსნილობის, დიალოგის საუკუნე, ადამიანთა შორის საუბრის საუკუნე, სიყვარულის, თანაგრძნობისა და წყალობის საუკუნე.
მოვუწოდებთ ყველას, ვისზეც ეს არის დამოკიდებული, შეწყვიტოს შეიარაღებული მოქმედებები, გაიყვანოს ჯარები და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მოვუწოდებთ შევინარჩუნოთ უმაღლესი ღირებულება – ადამიანის სიცოცხლე“, – ნათქვამია წერილში.
ხელს აწერენ:
ოლეგ ბასილაშვილი
მიხაილ ბიჩკოვი
იგორ ზოლოტოვიცკი
იგორ კოსტოლევსკი
დიმიტრი კრიმოვი
ევგენი მირონოვი
ანდრეი მაიტი
ევგენი პისარევი
კონსტანტინე რაიკინი
მარია რევიაკინა
ვიქტორ რიჟაკოვი
იური როსტი
ვლადიმერ სპივაკოვი
ვლადიმერ ურინი
ნინა უსატოვა
ვალერი ფოკინი
ალისა ფრეინდლიხი