მაია დარჩია: იმედი მაქვს პრაღის ეროვნული თეატრის ინიციატივას, ქართული თეატრიც შეუერთდება
0
პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მაია დარჩია სოციალურ ქსელში, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე წერს:
300 000 მეტი ლტოლვილი გვყავს ჯერჯერობით და ამათგან ნახევარზე მეტი ბავშვია.
ეს კი …. პრაღაა, ვაცლავ ჰაველის მოედანი.
მარიუპოლელ ბავშვებს ![❤](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t6c/1/16/2764.png)
![❤](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t6c/1/16/2764.png)
ჩეხეთში მიმდინარეობს ეს აქცია, სახელად
აქციას უერთდება ყველა თეატრი (თეატრების წინ კეთდება მსგავსი წარწერა სანთლებით) კულტურის მუშაკები, კონსერვატორიის, უნივერსიტეტების პროფესორ მასწავლებლები.
საქართველოდანაც შეუერთდით გთხოვთ.
.
![❤](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t6c/1/16/2764.png)
აქციის ორგანიზატორები არიან >>>> https://www.facebook.com/events/523725942477576
ფოტო: მილან იაროში. ყოველკვირეული ჟურნალი ,,რესპექტი,, Foto: Milan Jaroš, Týdeník Respekt
აქცია, რომელიც პრაღაში დაიწყო მოიაზრებს ცნობილ ფაქტს, რომელიც მარიუპოლის თეატრს უკავშირდება.
News.ge მაია დარჩიას დაუკავშირდა, მისი მეშვეობითა და მილან იაროშის თანხმობით, მივიღეთ ფოტოები.
ნ.ჩ. ქალბატონო მაია, როდის დაიწყო აქცია და ვინ არის ინიციატორი?
მაია დარჩია: აქცია, დაახლოებით, სამი საათის წინ დაიწყო და ინიციატორია პრაღის ეროვნული თეატრი.
ნ.ჩ. აქცია ფართომასშტაბიანია? ჰყავს თუ არა მხარდამჭერები?
მაია დარჩია: საოცრება მოხდა, თეატრის შენობამ უამრავი ადამიანი გადაარჩინა… დიახ, აქციას ფართო ხასიათი მიეცა. ჩეხეთის თეატრები ფოტოზე გადაღებულ სიმბოლურ აქციას მიმართავენ, ყველა შენობის წინ იწერება იგივე, რაც ეწერა მარიუპოლის თეატრის წინ. სწორედ ამიტომ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ჯაჭვურ ხასიათს მიიღებს და პრაღის ეროვნული თეატრის ინიციატივას მალე ევროპის სხვა ქალაქების თეატრებიც შეუერთდება. იმედი მაქვს აქციას #Savemariupol ქართული თეატრიც შეუერთდება.
![](http://news.ge/wp-content/uploads/2022/03/275245086_2260972194043094_6734305305127171429_n.jpg)