არესტოვიჩი უკრაინელებს: ჩვენ ვართ ცივილიზაცია, რომელიც ებრძვის ბარბაროსებს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ არ არის საჭირო მტრის დეჰუმანიზაცია.
„მინდა თხოვნით მოგმართოთ: ნუ მოახდენთ მტრის დეჰუმანიზაციას. პატიმრების წამებისა და რუსეთის ფედერაციისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების, განსაკუთრებით ბელარუსის, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისკენ მოწოდებები მიუღებელია“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩის თქმით, უკრაინელები რჩებიან ევროპულ ქვეყნად ევროპული არმიით.
„ბარბაროსები არ ვართ. ჩვენ ვართ ცივილიზაცია, რომელიც ებრძვის ბარბაროსებს“, – დასძინა არესტოვიჩმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე თითქმის ერთი თვეა ებრძვიან რუს დამპყრობლებს და ისინი ამას ეფექტიანად აკეთებენ. მტერი დაბნეულია, რადგან უკრაინელი ხალხისგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა.