პესკოვი: თუ საფრთხე ემუქრება ქვეყნის არსებობას, მაშინ ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „სიენენთან“ ინტერვიუს დროს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ისაუბრა.
„სიენენის“ ჟურნალისტის კითხვას შეუძლია თუ არა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება? რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ეგზისტენციალურ საფრთხე დაემუქრება.
„ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის არის საჯარო დომენში, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, თუ რატომ შეიძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთმა, ანუ თუ საფრთხე ემუქრება ქვეყნის არსებობას, მაშინ მისი გამოყენება შესაძლებელი“, – აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მთავარმა სპიკერმა აღიარა, რომ რუსეთმა ჯერ ვერ მიაღწია თავის სამხედრო მიზნებს უკრაინაში.