თუ უკრაინელები დამარცხდებიან, პუტინი მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე – NATO-ს ყოფილი მრჩეველი
NATO-ს ყოფილი მრჩეველი ეველინ ფარკასი აცხადებს, რომ თუ დავმარცხდებით უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე.
ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი არ გაჩერდება, თუ ის უკრაინაში არ იქნება შეჩერებული.
“თუ დავმარცხდებით უკრაინაში, თუ უკრაინელები დამარცხდებიან, ვლადიმერ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე, მიუბრუნდება მოლდოვას და დაამყარებს კონტროლს. შემდეგ ის დაუპირისპირდება ნატო-ს, ეცდება ნატო-ს დაშლას და დაუპირისპირდება ჩვენს დემოკრატიას
ვერ ვიტან სიტყვას – “რუსეთის პროვოცირება”. თუ ვინმეა პროვოკატორი, ეს რუსეთია. რუსეთმა აირჩია ეს ომი და რუსეთმა აირჩია დაეხოცა უდანაშაულო უკრაინელები. ამიტომ ცხადია, ისინი პროვოკატორები არიან.
არსებობს შეკითხვა ესკალაციაზე. დიახ. ეს სიტყვა უფრო მომწონს. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია, ჩვენ არ გვინდა ისეთი რამის გაკეთებას, რაც გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ესკალაციას.
ამის მიუხედავად, ჩვენ არ შეიძლება იმდენად გვეშინოდეს ესკალაციის, რომ გამოვრიცხოთ ისეთი ქმედებები, რითიც უკრაინელებს რეალურად დავეხმარებით. ასე რომ, რისკები ფრთხილად უნდა შევაფასოთ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ზოგიერთი რისკის მისაღებად,”- აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, NATO-ს სამიტის ყოფილი მრჩეველი ეველინ ფარკასი.