დავით გადელია: …თორემ ომში მყოფი სტრატეგიული პარტნიორის ლანძღვა-ქილიკი რა საკადრისია
0
“უკვე რამოდენიმე ადგილას შემხვდა ზელენსკის ლანძღვა- აღარ მოვყვები რატომ და რისთვის… ჯერ ერთი, ეს მინიმუმ უხერხული საქციელია- მტერთან მებრძოლი თანამოაზრე ერის მეთაურის გინება!.. ახლა, ამ ეტაპზე თავად ნატანჯი უკრაინელები არ ამბობენ მის საყვედურს და ჩვენ ვინ გვკითხავს!მერე, ომის შემდეგ გაანალიზდება ალბათ და მშვიდ გონებაზე გაარჩევენ. უხერხული კი არა ახლა მეტიც- მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა! გამიკვირდა, ერთ საკმაოდ სერიოზულ ეკონომისტს, თუმცა ამავე დროს, ექსცენტრულ- ეპატაჟურ ადამიანს ედო სტატუსად. ეს ადამიანი არც ხელისუფლების მომხრეა და მართალი გითხრათ, დიდი ხანია ვიცნობ როგორც საჯარო პირს, მაგრამ ვერ გავარკვიე ვისი, ან რისი მომხრეა… მე მგონი, არამხოლოდ მე… ჰოდა არის მის გვერდზე ერთი ამბავი! განსაკუთრებით, ერთმა კომენტარმა მომხიბლა: “ზელენსკიმ მანამ არ მოისვენა, სანამ პუტინი იძულებული არ გახადა ქვეყანა დაენგრიაო!!”.. ანუ, ძალიან იკავებდა თავს პუტინი, მაგრამ ვინ მოასვენა!… რა ვქნა, მეცინება ასეთ სისულელეებზე. სხვათა შორის, დაახლოებით იგივე შინაარსის წერილი მოსწერა აღა მაჰმად ხანმა მეფე ერეკლეს კრწანისის ომის და თბილისის აოხრების შემდეგ. ცნობილი წერილია და ბევრს გეხსომებათ; თბილად მოკითხვის შემდეგ ამუნათებს ჩვენს მეფეს- რატო ქენი ეს, რუსეთს რატომ დაუმეგობრდი, ამის გამო თბილისი დამანგრევიე და ამდენი ჩვენი მოძმე ქართველი წამახდენიეო! ყველაზე ზუსტად ამ წერილიდან, სწორედ ეს სიტყვა “წამახდენიე” დამამახსოვრდა. ანუ, რომ მოგვივარდა ჩვენს ქვეყანაში, დაგვხოცა, დაგვანგრია- ჩვენი ბრალი ყოფილა, პუტინ-უკრაინის არ იყოს…
ალბათ უნდა შევიკავოთ თავი. ჩვენ, ჩვენ ქვეყანას მივხედოთ, შევარჩიოთ სწორი პოლიტიკა ამ რთულ დროს, თორემ ომში მყოფი სტრატეგიული პარტნიორის ლანძღვა-ქილიკი რა საკადრისია. ბოლო- ბოლო, თუ ფიქრობ, რომ რამე შეცდომა დაუშვა – შენ ხომ გასწავლა ამით ჭკუა?! რას ლანძღავ?!!” – წერს სოციალურ ქსელში აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია.