Добавить новость
123ru.net
News.ge
Январь
2022

ხაზარაძე: „მხედრიონის“ მსხვერპლიც ვარ, წინა და შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლებისაც, ტრაგედია და გატაცებებიც მაქვს გადატანილი, ყველაფერმა ჩვენს თავზე გადაიარა

0

ივანიშვილმა არ იცის, როგორ შეიძლება პატიოსნად, თანამედროვედ და ევროპულად ააშენო ბიზნესი, რადგან მას ეშლება ბიზნესი და ფულის კეთება,- ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, როდესაც საქმე, რომელიც თავის პროცედურებით შეიძლება მაქსიმუმ ერთ თვეში დასრულდეს, სამი წელი გრძელდება, მიუთითებს იმაზე, რომ ან ინტელექტუალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე ან პოლიტიკურ დაკვეთაზე.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქმე პოლიტიკურ დაკვეთას ეხება, რადგან ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც მან და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ განაცხადეს.

„არ ვარ ადამიანი, რომ სხვებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ როდესაც სამი წლის განმავლობაში ძალიან ელემენტარულ რაღაცაზე ერთი და იგივე კომენტარს ვისმენთ, ან ინტელექტუალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე ან დაკვეთაზე. სხვა შემთხვევაში თუ ვინმემ ერთხელ მაინც მოისმინა ჩვენი, ჩვენი ადვოკატების ან პროკურორების გამოსვლა, ნათელია, რომ არაფერი სასწაული არ მომხდარა და მანიპულაციები და სიტყვების რახა-რუხი, ხშირად გამოყენება სიტყვების – „კონვერტაცია, განაწილება“, ადამიანებისთვის, ვისაც საქმე არ აქვს საბანკო ანგარიშთან შეშფოთებას იწვევს, რომ მართლა რაღაც ხდება.

ჩავთვალოთ, რომ ინტელექტთან გვაქვს პრობლემა, მაგრამ უფრო პოლიტიკურ დაკვეთასთან გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ არ შეიძლება ეს საქმე სამი წელი გაგრძელებულიყო. ამასთან, ჩვენთვის ბრალის წაყენება მოხდა მას შემდეგ, რაც გამოვაცხადეთ პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ. ძალიან საინტერესო დამთხვევაა. შეტევა დაიწყო მაშინ, როდესაც ხელი მოვაწერეთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსებას 400 მლნ დოლარით და ამით პრაქტიკულად გადაწყდა ანაკლიის ბედი. სწორედ მაშინ მივიღეთ იმდროინდელი პრემიერი გახარიასგან მუქარის წერილი, სადაც პირდაპირ წერია ის, რასაც ახლა ვესწრებით – ჩვენთვის რეპუტაციის შელახვა, „ტვ პირველის“ რედაქციის შეცვლა და „იმედის“ ტრენდზე დაჯდომა. ეს გამოუძიებელია. დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური შეკვეთა. დაკვეთილია ამ ქვეყნის დირექტორის, ბატონი ივანიშვილის მიერ, რომელმაც ერთხელ მითხრა – მე რუსეთში ვიყავი და შენ როგორ მოახერხე ამ არეულ ქვეყანაში ასეთი სისტემების შექმნაო. მართალია – მან არ იცის, როგორ შეიძლება პატიოსნად, თანამედროვედ და ევროპულად ააშენო ბიზნესი, რადგან მას ეშლება ბიზნესი და ფულის კეთება“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, როგორც ხაზარაძემ ბიზნესსაქმიანობაზე საუბრისას განაცხადა, ყველა ხელისუფლებასთან მეტ-ნაკლები კონფლიქტი ჰქონდათ, თუმცა ივანიშვილმა გააკეთა ის, რითაც სხვა ბიზნესმენებს დაანახა, თუ რა მოელით.

„მხედრიონის“ მსხვერპლიც ვარ, წინა ხელისუფლებისაც, შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლებისაც, ტრაგედიები და გატაცებებიც მაქვს გადატანილი, თუ რამე მომხდარა ამ ქვეყანაში. ყველაფერმა გადაიარა ჩვენს თავზე, ყველაფერმა – ლეტალურმა დასასრულმაც, ოჯახის წევრების მოტაცებამ, აფეთქებამ და ყველაფერმა. ის, რომ ამაზე არ ვსაუბრობდით, არ ნიშნავს, რომ ვიღაცასთან, „მხედრიონთან“ ან კრიმინალთან, რამე საქმეს ვაწყობდით. ყველა ხელისუფლებასთან გვქონდა მეტ-ნაკლებად კონფლიქტი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში ის გააკეთა, რომ დაანახოს – აი, ნახეთ, რა მოგელით ყველას – მსხვილო, საშუალო ბიზენსმენებო. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მოთამაშეები, რომლებმაც ნულიდან დავიწყეთ. ბევრს შეიძლება არ მოსწონს ჩვენი წარმატება, ბევრს შეიძლება შურს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვიცით, რა გავაკეთეთ ამ ქვეყანაში. ვიცით, რამხელა სიხარული და დოვლათი მოვუტანეთ ქვეყანას. 6 მილიარდი გვაქვს შემოტანილი ქვეყანაში და ათიათასი ოჯახი გამართულად იღებს ანაზღაურებას, იზრდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о росте турпотока из Китая


Спорт в России и мире
Москва

Красногорск первым встретил участников международного супермарафона Москва-Минск


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Теннисисты Рублев, Хачанов и Самсонова не сыграют на Олимпиаде-2024


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Бизнес-омбудсмен Москвы оказывает поддержку НМСП





Путин в России и мире
Москва

ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА. ПРО НАУКУ АКТИВНОЙ ВСЕЛЕННОЙ. ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Валерий Гергиев

Про царя в голове: Гергиев привез в «Большой» «Ивана Сусанина»



Москва

История создания песни. 5 нетленных советских песен на стихи Василия Лебедева-Кумача, ч.1

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net