ცხოვრებაში არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება. მდინარაძემ ამ ინფორმაციას მოგონილი უწოდა.
“ჩემი კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე არ განიხლება. არანაირი კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. არ გამოვრიცხავ არაფერს ცხოვრებაში, თუმცა, არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. კიდევ რომ ყოფილიყო ასეთი შემოთავაზება, შეიძლებოდა მე თავი შემეკავებინა, რადგან მე ჩემს თავს პარლამენტში ვხედავ, მაგრამ შემოთავაზება და კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა,”-განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.