ირაკლი ტაბლიაშვილი: ვერ აცდება რიგგარეშე არჩევნებს საქართველო!
0
“ვისაც ყური აქვს, ისმინოს:
მას შემდეგ, როცა ოპოზიციის უმრავლესობა არ შევა პარლამენტში, ელჩები და საერთაშორისო ფასილიტატორები ავტომატურად გადაერთვებიან სხვა რეკომენდაციებზე და დღეს თუ არ მოგვწონს მათი პოზიცია, ხვალ აღფრთოვანებულნი ვიქნებით მათი გზავნილით:
“მოილაპარაკეთ და დანიშნეთ რიგგარეშე არჩევნები… დანიშნეთ იმიტომ, რომ არეული კავკასიის რეგიონის ქვეყანა საქართველო არ აღმოჩნდეს კიდევ უფრო რთულ, ანუ, ურთულეს მდგომარეობაში, რომელშიც ისედაც არის”.
ვერ აცდება რიგგარეშე არჩევნებს საქართველო!
ვერ!..”, – წერს სოციალურ ქსელში ურნალისტი, მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი.