მამა პეტრე კოლხი: სირცხვილია, დანაშაული და ცოდვაა, როცა მილიარდებს ითვლი და შენი მოსახლეობა შიმშილით იხოცება…
0
“ამ შეშინებული თვალების წინაშე მთელი კაცობრიობაა დამნაშავე. ყველაზე მეტად ის, ვისაც სასიკეთოდ შეუძლია შეცვალოს ამ ბავშვის მომავალი და არაფერს აკეთებს…
სირცხვილია, დანაშაული და ცოდვაა, როცა მილიარდებს ითვლი და შენი მოსახლეობა შიმშილით იხოცება…
რა ახალი წელი უნდა გაგვითენდეს, როცა გაშლილ სუფრასთან ეს თვალები გაგახსენდება…
არ გაიხსენებ?! მით უარესი…
ღმერთი აუცილებლად გაგვახსენებს ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში…
ვნახავ, ვისაც ამის ძალა-უფლება გააჩნია, ამ ბავშვისთვის როგორი თოვლის ბაბუა იქნება…
ოღონდ, მარტო ეს ბავშვი რომ იყოს ასეთ დღეში, რა გვიჭირს… მათხოვრად იქცა მთელი ერი…
ნუ გამოექომაგებით ოლიგარქებს, ღმერთის შეგეშინდეთ!..”
“ხშირად ვიკავებ თავს, როცა საქმე პირადულს ეხება, მაგრამ ამ ფოტოს გვერდს ვერ ჩავუვლი…
ეს ის კადრია, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის რეალურ სახეს.
ამ პატარა ქვეყანას არც თუ ისე ცოტა მილიარდერი, კიდევ უფრო მეტი მილიონერი ყავს…
ოლიგარქებო, არაფერი გაგყვებათ იმქვეყნად…
ახლა მითუმეტეს… პანდემიამ საბოლოოდ ჩამოშალა არ არსებული ეკონომიკა…
საშუალო ფენა მოისპო… ვინც ფულში ცურავდა, მან კოვიდიც სათავისოდ გამოიყენა…
ამდენ ლაქლაქს, ბოდვებს და თამაშს, სჯობს ნამდვილი სიკეთე აკეთოთ…
ფონდი შექმნათ და ხალხს დაეხმაროთ…
ამით მარადიულ საგზურს შეიძენთ… ფულით და ქონებით იმ ვიწრო ბჭეში გაიჭედებით, რომელიც ყველას გველოდება!…”
წერს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი.