სოფელ ფონიჭალაში მამაკაცი მოკლეს
0
სოფელ ფონიჭალაში მამაკაცს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.