საბავშვო ევროვიზია 2020-ის ფინალური შოუ ხვალ გაიმართება (ვიდეო)
პირველი არხის მაყურებელი ხვალ, 20:00 საათზე საბავშვო ევროვიზია 2020-ის მასშტაბურ შოუს პირდაპირ ეთერში იხილავს. საბავშო ევროფესტივალზე, საქართველოს სახელით სანდრა გადელია წარდგება.
ქართველი კონკურსანტი შეასრულებს გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერას „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone). პანდემიის გამო განსხვავებული იქნება საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი კონკურსი. საერთაშორისო ღონისძიება ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, ანუ მონაწილეთა გამოსვლები ჩაწერილი იქნება.
საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა ვებგვერდზე vote.junioreurovision.tv-ზე არის შესაძლებელი. ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ვიდეოს ყურების შემდეგ, შეგიძლია, ხმა მისცე სამ რჩეულს, მათ შორის საქართველოს. ხმის მიცემა შეწყდება ხვალ, 29 ნოემბერს, 20:00-ზე. ხვალ კი პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს, მას შემდეგ, რაც ყველა სიმღერა შესრულდება კიდევ შეგეძლებათ ხმის მიცემა მხოლოდ 15 წუთით.
საქართველოს სახელით საკონკურსო ქულებს „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილე, მარიტა ხვედელიძე გამოაცხადებს.
საბავშვო ევროფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.