Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Август
2020
1 2 3 4 5 6 7
8
9
10 11 12 13 14 15
16
17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
30
31

გარკვეულ პატივისცემას იწვევს გიგა ბოკერიას გამბედაობა, როდესაც ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში

0

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ევროპული საქართველოს“ მხრიდან მაჟორიტარობის კანდიდატებად პარტიის ლიდერების წარდგენას „პოლიტიკურად სწორ ნაბიჯს“ უწოდებს.

მისი თქმით, პოლიტიკაში შედეგის მისაღებად, მნიშვნელოვანი ელემენტია მაღალი ცნობადობა.

ამასთან, ხუხაშვილის თქმით, ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატად გიგა ბოკერიას წარდგენა მისთვის მოულოდნელი იყო.

„პარადოქსია ამას რომ ვამბობ, მაგრამ გარკვეულ პატივისცემასაც იწვევს მისი გამბედაობა, როდესაც ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში. ბოკერია უფრო მეტად კულისებიდან ახდენდა ძალის დემონსტრირებას. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო აქტივობას ცდილობდა, მას ასე პირდაპირ ამომრჩეველთან საკუთარი ძალები არ მოუსინჯავს და მისი გამბედაობდა აქ იწვევს გარკვეულ პატივისცემას. ძალიან ბუნდოვანად მეჩვენება მისი შანსები, მაგრამ მეორე მხრივ, თეორიულადაც თუ იქნება იმის შანსი, რომ ბოკერიამ მოიგოს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ სრული კოლაფსის მაჩვენებელი”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ზუგდიდში კონკურენტული არჩევნები იქნება.

„ზუგდიდში საკმაოდ კონკურენტული არჩევნები იქნება იმიტომ, რომ ტრადიციულად ხელისუფლებას იქ არ აქვს მყარი პოზიციები, შესაბამისად გარკვეულ ინტრიგას უნდა ველოდოთ. ერთი მხრივ, შიდა კონკურენციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის და მეორე მხრივ, რა პოზიციაშია „ქართული ოცნება“. განსაკუთრებით დიდი ინტრიგა არის ზუგდიდი, მაგრამ ბოკერიას, როგორც ანტიგმირის შედეგიც, რა თქმა უნდა, საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ უგულავა ორჯერ იჯდა ციხეში, ნაკლებად ანტიგმირია. ბოკერიასადმი აგრესია ძალიან მაღალია „ანტიმიშას“ თვალსაზრისით. ამომრჩეველი არანაკლებ პასუხისმგებლობას აკისრებს ბოკერიას ე.წ „სისხლიან 9 წელზე“ ვიდრე მიშას და მეორე მხრივ, მის მიმართ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატშიც საკმაოდ მაღალი აგრესიაა. შესაბამისად, მისი ჯამური ანტირეიტინგი მაღალია. უგულავას მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატში აგრესია არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ბევრად უფრო კორექტული იყო თავის მოქმედებებსა და რიტორიკაში“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა. რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში“ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან: ზურაბ ჭიაბერაშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; გიორგი ღვინიაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო; ირმა ნადირშვილი- რუსთავი; აჰმედ იმანყულიევი – მარნეული, გარდაბანი; ოთარ კახიძე- ქუთაისი; სერგო რატიანი- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული; გიგი წერეთელი- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული; აკაკი ბობოხიძე- სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი; გიგი უგულავა- ზუგდიდი; გიგა ბოკერია- ფოთი-ხობი-სენაკი; ლელა ქებურია – აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ; ხათუნა გოგორიშვილი- ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური; ტარიელ ნაკაიძე- ხულო-შუახევი-ქედა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей


Спорт в России и мире
Москва

Муж Заворотнюк дал волю эмоциям на прощании с актрисой


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ролан Гаррос

Синнер повторил достижение Джоковича и Надаля по победам на "Больших шлемах"


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Июнь в Москве начнется с аномально жаркой погоды





Путин в России и мире
Москва

Лучшие фото за май // Запоминающиеся кадры месяца


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

БЕЛТА: Лукашенко и Путин обсудили представительство России на параде в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский: после «заморозки» конфликт опять вспыхнет


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Оззи Осборн

Гизер Батлер рассказал, что Оззи Осборн согласился выступить с Black Sabbath



Москва

«Локомотив» бесплатно подписал Митрюшкина из «Химок». Контракт – на 3 года

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net