ქუჩური გარჩევა “ნაციონალებში”
“როგორც გულშემატკივარსა და მხარდამჭერს, მაინტერესებდა, პარტიას რა ბედი ელოდა. პოლიტსაბჭოს სხდომაზეც ამიტომ მივედი”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ზვიად კუპრავა გაზეთ “ვერსიასთან”: ”პოლიტსაბჭოს სხდომას არ ვესწრებოდი, უბრალოდ, ინფორმირებული ვიყავი, პოლიტსაბჭო როდის უნდა ჩატარებულიყო და როგორც გულშემატკივარსა და მხარდამჭერს, მაინტერესებდა, პარტიას რა ბედი ელოდა. იქ ამიტომ მივედი და ,,საქმის გარჩევის” ინციდენტიც პოლიტსაბჭოს დაწყებამდე მოხდა. […]