საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვენიის რესპუბლიკაში
სლოვენიის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიუბლიანაში, კონგრესის მოედანზე გაიმართა. საქართველოს და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა საქართველოსა და სლოვენიის ჰიმნების შემდეგ სლოვენიის სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა დელეგაციის წევრები წარადგინეს. გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა მაკა ჩიჩუასთან და ტანია პეჩარისთან ერთად საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ნიშნად, თბილისის ქუჩაზე სიმბოლურად, „მეგობრობის სკამი“ გახსნეს. სლოვენიის პრეზიდენტის სასახლეში […]