1-ელ მარტს თბილისში მოლდოვას საპატიო საკონსულო გაიხსნება
1 მარტს საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისი ოფიციალურად გაიხსნება. საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად მოლდოვიდან დელეგაცია ჩამოვა, რომელსაც მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამინისტროს გენერალური მდივანი ანატოლ ვანგელი უხელმძღვანელებს. ანატოლ ვანგელი თბილისში რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. გახსნის ცერემონიას სხვა პირებთან ერთად დაესწრებიან: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, სპორტის მინისტრი, ტარიელ […]