ეკა ბესელია „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი მმართველობის პერიოდში გამოუძიებელი 50-ზე მეტი საქმის ჩამონათვალს უგზავნის
ეკა ბესელია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის” მიერ პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ 56 საქმეს გამოეხმაურა, რომლებიც პარტიის ინფორმაციით, ამ დრომდე გამოუძიებელია. ბესელია „ნაციონალურ მოძრაობას” მათი მმართველობის პერიოდში გამოუძიებელი 50-ზე მეტი საქმის ჩამონათვალს უგზავნის და პასუხს ითხოვს. „პრემიერისთვის გაგზავნილ საქმეებში ბევრი უზუსტობა და ტყუილია. მე მათთვის შევარჩიე 50-ზე მეტი გახმაურებული, მძიმე საქმე, რომლებსაც ვუგზავნი მათდა ვითხოვ პასუხს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. ნაციონალური […]