შესაძლებელია თუ არა საბჭოთა ანაბრების დაბრუნება? – „ივანიშვილის ხელისუფლებას ძალიან მალე მოუწევს ამ საკითხებზე მუშაობა“
დაკარგული ანაბრების პრობლემა საქართველოს არაერთ მოქალაქეს აწუხებს. სამწუხაროდ ასობით ადამიანმა დაკარგა შავი დღისთვის გადანახული თანხა. ეს იყო ლეგალური ფული – ხელფასიდან გაკეთებული დანაზოგი სამეურნეო შრომით მიღებული შემოსავალი. ის ადამიანები, ვისაც სხვა არალეგალური შემოსავალი ჰქონდათ, სალაროში მის შენახვას თავს არიდებდნენ. 1992 წელს საქართველოში ანაბრებზე 13 მლრდ იყო განთავსებული. შემდგომში, ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით, მოხდა ამ თანხის გადაფასება […]