ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ლაშა შურღაია დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ლაშა შურღაიამ, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, შეიძინა და შეინახა 4 800 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები, რომელიც მოტყუებით გაასაღა საქართველოს მოქალაქეზე. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის […]