საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნებია, მეორე ტური არის ამის ნიშანი – ზურაბიშვილი
საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე – მიმდინარეობს საუბარი, რომ შეიძლება არჩევნები არალეგიტიმურად შეფასდეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ამის დასტურია მეორე ტური. „მგონი, ეს არის ყველაზე ცუდი კამპანია, რომელიც მე უშუალოდ მეხება. არაერთხელ გავაკეთე განცხადება. რატომღაც დასკვნები […]