უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის მრჩევლები აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ
Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად ფართო კონსულტაციები დაიწყო. პრეზიდენტის მრჩევლები დღეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში და პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა შეხვედრის მონაწილეებთან სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, განიხილეს ის კრიტერიუმები, რომელიც გათვალისწინებული იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევისას […]