პრემიერის პრეს-სამსახური სარალიძეების ოჯახთან შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მშობლებს, მათ ადვოკატსა და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე დაესწრნენ. „სამწუხაროდ, აქამდე არ მომეცა საშუალება, მშვიდ ვითარებაში შეგხვედროდით. კიდევ ერთხელ მინდა, მოგისამძიმროთ. ღმერთის წინაშე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და […]