ნინო ბურჯანაძის თქმით ლალი ფაფიაშვილის გადაწყვეტილება თვითაცილებაზე იყო სწორი ნაბიჯი
გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს არანაირი პირადი ინტერესი არ აქვს, რუსთავი 2-ის საქმის მიმართ. ბურჯანაძე აქვე ამბობს, რომ ფაფიაშვილი მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლე და წესიერი ადამიანია.
"მე ძალიან კარგად ვიცნობ ქალბატონ ლალის. ძალიან დიდი კვალიფიკაცია აქვს და წესიერი ადამიანია, რომელსაც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება აქვს. მის გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევი. ვერ ვიმსჯელებ მის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ მან რაც დღეს გააკეთა, ეს იყო ძალიან სწორი.
"ის მზად არის თვითაცილების პროცესი დაიწყო. მას არანაირი პირადი ინტერესი არ აქვს და ამის მე მინდა რომ მჯეროდეს, რომ ასეა,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ლალი ფაფიაშვილმა დღეს რუსთავი 2-ის განხილვებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა.
