"ივანიშვილი პუტინის მონაა,"- შალვა ნათელაშვილი
"ივანიშვილი პუტინის მონაა,"- ეს განცხადება ტოკშოუ არჩევანი2016-ში საუბრის დროს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. ნათელაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ნებისმიერ დროს გაყიდის და აქვე აცხადებს, რომ საქართველოში არსებულ ყველა პრორუსულ ორგანიზაციას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.
"ქვეყანას მართავს პუტინის მონა-მორჩილი ივანიშვილი და არა პუტინის მეგობარი ან პარტნიორი. ეს რომ ასე იყოს ბაზარი გაიხსნებოდა, ოკუპაციის პროცესი შეჩერდებოდა. მაგრამ ეს არის მონა და არა პარტნიორი. ეს არის მონა რომელსაც ევალება - როცა ოკუპაცია ღრმავდება ხმა არ ამოიღოს, არ თქვას გაეროში რომ ოკუპაცია გრძელდება, არ ილაპარაკოს სანქციებზე, ამის ეშინია, როცა პრემიერი იყო და როცა ფაქტობრივი ლიდერი გახდა არასდროს ულაპარაკია. სამაგიეროდ აგერ მამისონის უღელტეხილზე თხრის და გზის გაყვანას გეგმავს, დაღესტნიდან გზის გამოყვანას ცდილობდა რუსების მოთხოვნით. რუსების მოთხოვნით ნებისმიერ დათმობაზე წავა რომ შეინარჩუნოს მილიონებზე. ნებისმიერ დროს გაყიდის ქვეყანას. პრორუსული მედიები, ორგანიზაციები და ა.შ. ივანიშვილის მიერ ფინანსდება,"- აცხადებს ნათელაშვილი
