არასერიოზული განცხადება - კალაძე სოციალურად დაუცველის სტატუსზე ბურჭულაძის განცხადებას აფასებს
საქართველოს ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. ის ასევე გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის განცხადებებს, რომელიც უკავშირდებოდა სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს.
“არ ვიცი ახლა რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ამ კითხვას, თავს შევიკავებდი, მე ვფიქრობ არასერიოზული განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს გვყავს 500 ათასი სოციალურად დაუცველი და პაატას პარტია ამას მილიონამდე გაზრდის, არ ვიცი რა მექანიზმებით აპირებს, გამიჭირდება ამაზე საუბარი. პარტია ქართული ოცნება გახლავთ ქვეყანაში ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც აქვს შესაძლებლობები იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განავითაროს და თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ოჯახში შეიტანოს კეთილდღეობა“ - განაცხადა კახა კალაძემ.
