"საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნახევარი ექვემდებარება პოლიტიკურ ზეგავლენას" - პეტრე ცისკარიშვილი
მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის თვითაცილების შუამდგომლობას უკვე მოყვა პოლიტიკური გამოხმაურებები. პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნახევარი ექვემდებარება პოლიტიკურ ზეგავლენას.
“ფაფიაშვილის ქეისი არის ოცნების ხელისუფლების კლასიკური ხელწერა, ისინი ინდივიდუალურად იღებენ მიზანში კონკრეტულ მოსამართლეს და ახორციელებენ მასზე ზეწოლას, დაშანტაჟებას, მოსყიდვას და ასე შემდეგ. შედეგად მივიღეთ ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნახევარი ექვემდებარება პოლიტიკურ ზეგავლენას, ან შანტაჟის ქვეშ არის ოცნების ხელისუფლებისგან, მეორე ნახევარი რჩება დამოუკიდებლად, მაგრამ მაინც საკონსტიტუციო სასამართლო მთლიანობაში არის პარალიზებული, ის ვეღარ ახდენს ოცნების ხელისუფლების აღვირახსნილობის შეკავებას“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.
