პრემიერმინისტრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის უახლეს გეგმებთან დაკავშირებით, მან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. კონკრეტულად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გეგმავს მცხეთიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით ავტობანის მშენებლობას.
“ავაშენოთ მცხეთა ლარსი, უფრო სწორად მცხეთიდან სავარაუდოდ, საჭირო იქნება პარტნიორობა იმისათვის, რომ ვლადიკავკაზამდე იქნას მთლიანად ეს ავტობანი აშენებული. აშენდეს ფასიანი გზა თოლროუდი, რომელიც იქნება გვირაბებით დამაკავშირებელი და აღარ იქნება საჭირო, პირველი, გუდაურის გადავლა იმისათვის, რომ ჩახვიდეთ სტეფანწმინდაში და მეორე გვინდა, რომ ავაცილოთ ეს გზა მთლიანად დევდორაკის მონაკვეთს. კობიდან გუდაურის მიმართულებით დაწყებულია უკვე საბაგიროების მშენებლობისთვის მომზადება. ზამთრის პერიოდში ვლადიკავკაზიდან იგულისხმება ტურისტების შემოყვანის ორგანიზება, შესაძლებელია, რომ სტეფანწმინდა გადაიქცეს ძალიან მნიშვნელოვან ზამთრის კურორტად“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ანა წერეთელი
