"რესპუბლიკელები" ცესკოს საარჩევნო სუბიექტების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაში ადანაშაულებენ
დააკმაყოფილებს თუ არა საააპელაციო სასამართლო რესპუბლიკელების სარჩელ, ჯერჯერობით უცნობია. საკითხზე მსჯელობა დღეს ან ხვალ მოხდება. პარტიამ სააპელაციოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელმაც არ დააკმაყოფილა ცესკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.
რესპუბლიკლელები იმ ნორმატიული აქტის ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რომლითაც ცესკო-მ ახალ მემარჯვენეებსა და პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო ნომერი წილის ყრის გარეშე მიაკუთვნა.
„ვითხოვთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და შესაბამისად, ცესკოს დადგენილების ბათილად ცნობას, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს უკვე მიეცა საშუალება, რომ გამოიყენოს საარჩევნო ნომერი. მე ცესკოს დადგენილებაში ნამდვილად ვხედავ პოლიტიკურ მოტივაციას, სასათბურე პირობები შეუქმნას ორ პარტიას. ეს არის ცალსახად არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება საარჩევნო სუბიექტების,“ - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
