პრემიერი თავდაცვის მინისტრის შემცვლელს ეძებს - ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ გადაწყვეტილებას ივანიშვილი მიიღებს
პრემიერმინისტრი თავდაცვის მინისტრის შემცვლელს ეძებს. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მხოლოდ ის დაადასტურა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ახალ მინისტრთან დაკავშირებით განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.
ცნობილია, რომ თავდაცვის სამინისტროში არც სასჯელაღსრულებისა და არც სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრები არ გადაინაცვლებენ. პრემიერის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი არ გახდება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც.
უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ არაფორმალური მმართველობის მიუხედავად, ახალი მინისტრი მკვეთრად გამოხატული პროდასვლური კურსის მხარდამჭერი უნდა იყოს.
ხიდაშელის შემცვლელს მხოლოდ რამდენიმე თვიან მინისტრობას უწინასწარმეტყველებენ თავისუფალი დემოკრატებიც.
ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ძალოვანი უწყების ახალ მინისტრთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
ავტორები: ნინო სამყურაშვილი, თამთა დოლენჯაშვილი.
