ოპოზიცია გიგა ოთხოზურიას მკვლელობის ფაქტს ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებს
30 წლის გიგა ოთხოზორიას რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯარისკაცების მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკვლის ფაქტს ოპოზიციის წევრები ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებენ.
როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია რუსი ოკუპანტების უკონტროლო ქმედებები. ასევე, საქართველოს ხელისუფლების მიერ საოკუპაციო ხაზთან არ ხდება უსაფრთხოების საკითხების სათანადო დაცვა.
„ეს არის ჩვენი სპეცსამსახურებისა და უსაფრთხოების სისტემის მთლიანი მოშლა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცხადებული რუსეთთან დათბობის პოლიტიკის ფონზე, რომელიც სხვას არაფერს არ ნიშნავს, გარდა მონური მორჩილებისა რუსეთისადმი. ასეთი ქმედებებზე რუსეთი დღეს დიპლომატიურ-საერთაშორისო ფრონტზე ფასს არ იხდის,“ - განცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თავისუფალ დემოკრატებში კი მიიჩნევენ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარ პოლიტიკას ოკუპაციასთან დაკავშირებით უნდა გადახედოს.
„არ შეიძლებავ განხილულ იქნას, როგორც იზოლირებული ინციდენტი. ალბათვ ეს ყველაფერი არის საერთო ჯამში იმ მოქმედებათა ერთობლიობის არაეფექტიანობის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. სახელმწიფომ უნდა გადახედოს საკუთარ პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან,“ - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
