მკვლელობა აწყურის ქუჩაზე-ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ
რა მოხდა აწყურის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც პოლიციამ დღეს ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვა - მოკლულის ახლობლები, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, დეტალებზე არ საუბრობენ.
მკვლელობა აწყურის 31 ნომერში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შუადღისას სახლიდან ჩხუბის ხმა გაიგეს და პატრული გამოიძახეს. ადგილზე მისულებს კი ახალგაზრდა ქალი მოკლული დახვდათ.
ბინა, სადაც დანაშული მოხდა, ახალგაზრდა ცოლ - ქმარს ჰქონდა ნაქირავები.
გამოძიება ადასტურებს, რომ მოკლული ქალია, თუმცა ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
აწყურის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათთვის მკვლელობის მოტივი უცნობია. ამ თემაზე კომენტარს არც შინაგან საქმეთა სამინისტროში აკეთებენ.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი
