"საქართველო აღარ არის ქვეყანა, სადაც თითოეულ ოჯახს ერთი პატიმარი ჰყავდა ციხეში" - გიორგი კვირიკაშვილი
ქართველებს უნდა სჯეროდეთ სამართლიანობის - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერმინისტრმა ისაუბრა სასამართლო რეფორმაზე და აქვე აღნიშნა, რომ ადრე საქართველოში ძალიან ბევრი პატიმარი იყო.
"საქართველო აღარ არის ქვეყანა, სადაც თითოეულ ოჯახს ერთი პატიმარი ჰყავდა ციხეში. რამდენიმე წლის წინ ჩვენს ქვეყანაში სამარცხვინო მონაცემები იყო, რადგან ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პატიმარი მოდიოდა. ჩვენ ვართ ღირსეული ევროპელები, აქტიურად ვმუშაობთ ევროპის ინსტიტუტებთან თუ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მთავრობა დარწმუნებულია, რომ კანონის უზენაესობის მიმართ ნდობა მოითხოვს არა მხოლოდ რეფორმებს, არამედ აღდგენილ სამართლიანობას და ჩვენ გვინდა საქართველო ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი საცხოვრებელი ადგილი გავხადოთ და არა ვინმე მოვაჩვენოთ, რომ ეს ასეა," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრი ამ წუთებში სტრასბურგში ევროპელი და ქართველი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
