ახალი საკანონმდებლო ინიციატივა-ინტერპარტიული ჯგუფი გერმანული საარჩევნო სისტემის მოდელზე მუშაობს
ინტერპარტიული ჯგუფი ახალ საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს. საუბარია გერმანული საარჩევნო სისტემის მოდელზე, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული სისტემა არ უქმდება, თუმცა მანდატთა გადანაწილება ოლქებზე არჩევნების შემდეგ მიღებული ხმების შესაბამისად მოხდება. ინიციატივა ავტორებმა უკვე განიხილეს საპარლამენტო ოპოზიციასთან და მხარდაჭერაც მიიღეს. ამ ინიციატივის განსახორციელებლად კი ოპოზიციას პარლამენტში 76 ხმის მობილიზება სჭირდება, რაც თეორიულად შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გერმანულ მოდელს რესპუბლიკური პარტიაც გაიზიარებს. გადაწყვეტილებას რესპუბლიკელები კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.
შერეული პროპორციული სისტემის მომხრეა საპარლამენტო უმცირესობაც. ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი დემოკრატებისა და გირჩის წევრები მზად არიან, კონსესუსის შემთხვევაში ე.წ. გრმანულ ვარიანტს მხარი დაუჭირონ.
ინტერპარტიული ჯგუფის შეთავაზება მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს არ თანხმდება.
ინტერპარტიული ჯგუფი ახალ კანონპროექტს სავარაუდოდ მომავალ კვირაში წარადგენს. კანონპროექტის დამტკიცებას 76 ხმა სჭირდება.
ავტორები : ნატა მახვილაძე, რამაზ უთრუგშვილი
