ე.წ. გერმანულ მოდელს ინტერპარტიული ჯგუფი უმცირესობასა და არასამთავრობოებს აცნობს
ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლებას საკუთარ მოდელს სთავაზობს. ე.წ. გერმანულ მოდელს ამ წუთებში ოპოზიცია საპარლამენტო უმცირესობის წევრებს და არასამთავრობო სექტორს აცნობს.
„ამ მოდელს შერეული პროპორციული სისტემა ჰქვია, ე.წ. გერმანული ვარიანტი. პრეზენტაციას იმიტომ ვაწყობთ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს დავუდასტუროთ, რომ მაჟორიტარობის გაუქმება არ წარმოადგენს აუცილებელ აპრიორს და ახირებას ჩვენი მხრიდან, მეორე, კონსტიტუციური ცვლილების გარეშეც შეიძლება ამის განხორციელება, მესამე, სამართლიანად განაწილდება მანდატები, მეოთხე, ეს არ იქნება ქართული მოდელი, ეს მუშაობს მაღალი დემოკრატიის ქვეყნებში,“- განაცხადა ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ.
შეხვედრაზე კიდევ ერთი მოდელი იხილება, რომელიც ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა -გირჩმა წარმოადგინა. მოდელი მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემას გულისხმობს.
შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებლია კონსესუსის შედეგი.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონსესუსის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ავტორი: ნატა მახვილაძე
