"ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი ჩამოყალიბდა"- პაატა დავითაია
არასაპარლამენტო ოპოზიცია ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი ჩამოყალიბდა.
“მძიმე ფაქტი მოხდა, ნებისმიერ ვარიანტში პოლიტიკური ან სხვა ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება, ამას გამოძიება დაადგენს. ფაქტი ერთია, როდესაც ასეთი რაღაცა ხდება ქვეყანაში ცხადყოფს იმას, რომ როდესაც ცნობად სახეს ესვრიან, ესე იგი ვინც ამას ჩადის მან ძაან კარგად იცის, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკური სარჩული და მაინც მიდის ამ ფაქტზე, მაშინ ჩვეულებრივმა მოქალაქემ რა უნდა თქვას და როგორ უნდა იყოს დაცული. ეს არის პრობლემა, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი ჩამოყალიბდა,“ - პაატა დავითაიამ.
საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას თქმით, ხელისუფლებას ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ დაასახელოს ვინა რის დამნაშავე.
“მაშინ როდესაც პოლიტიკოსს ესვრიან ბუნებრივია ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში აშკარად მძიმე ვითარებაა. ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ დაასახელოს ვინ არის დამნაშავე და ეს ადამიანი უნდა იყოს დაკავებული“ - აღნიშნა ქარდავამ.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი
