მირიან მჭედლიშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნაციონალურ მოძრაობას განცხადებით პასუხობს და განმარტავს, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილის თანამდებობაზე დანიშვნით კანონი არ დარღვეულა.
"უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილს თანამდებობა დაკავებული აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მის მიერ თანამდებობის დაკავება სრულ შესაბამისობაშია თავისუფლების ქარტია საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისად, მითითებული განცხადება არის ცილისმწამებლური და არ შეესაბამება რეალობას,"-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის მირიან მჭედლიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გაასაჯაროვეს კომუნისტური პარტიის მცხეთის რაიკომის ოფიციალური გაზეთი. მასალების მიხედვით მირიან მჭედლიშვილი 1985 წელს რაიკომის ინსტრუქტორად მუშაობდა.
