"მოვუწოდებ, საშინაო დავალება ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე" - ანა დოლიძე ბრალდებებს პასუხობს
თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს პასუხობს.
ნაციონალებმა დღეს ის დოკუმენტი გაასაჯაროვეს, რომლის მიხედვითაც თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე 2008 წლის ომის შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე ორგანიზაცია ”რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან” თანამშრომლობდა.
ანა დოლიძემ დღეს არ ისურვა დაეკონკრეტებინა რა აკავშირებდა ამ ორგანიზაციასთან. თუმცა მან დღეს გააკრიტიკა საპარლამენტო უმცირესობის წევრები.
"უამრავი დრო იყო, რომ რომელიმე წევრს წარმოდგენილი ორგანიზაციიდან შეემოწმებინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ გვერდი, სადაც განთავსებულია ჩემი ბიოგრაფია და თუ აგვისტოს ომთან რაიმე კითხვები ქონდათ დასასმელი, 10 თვე იყო ამისთვის სავსებით საკმარისი. გარდა ამისა, უფრო უპრიანი იქნებოდა ეს დაესვათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისათვის, ვიდრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისათვის. ამიტომ, მოვუწოდებ, საშინაო დავალება ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე," - განაცხადა ანა დოლიძემ.
თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ცწარადგინა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი
