საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოადგილე წარადგენს
საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე წარადგენს. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქმეების ელექტრონულად განაწილების წესი სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი იქნება.
ცვლილებები უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეთა მოადგილეების თანამდებობების გაუქმებას ითვალისწინებს. ახლებურად ყალიბდება სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეთა გამწესების პრინციპიც
საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ ახალი რეფორმა, რომელიც საერთო სასამართლოებში უნდა დაიწყოს, კორუფციის წყარო იქნება.
„დამოუკიდებელი ინსპექტორის ინტიტუტის შემოტანა დამაშინებელი ეფექტი იქნება იმ მოსამართლისთვის, ვინც ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელსაყრელ გადაწყვეტილებას არ გამოიიტანს,“- განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.
უმცირესობისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში. გედევან ფოფხაძე ინსპექტორების ფუნქციას დადებითად აფასებს.
ავტორი: ნატა მახვილაძე
