„არ მგონია, რომ ნიანგებითა და დინოზავრებით უნდა ვიხსენიებდეთ პოლიტიკოსებს,"- ეკა ბესელია ახვლედიანს პასუხობს
წინასაარჩევნოდ ურთიერთობების გარკვევა მმართველ კოალიციაში გრძელდება, თუმცა პოლიტსაბჭოს მოლოდინში განხილვის თემა უშუალოდ პარტია ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესები ხდება.
ქართულ ოცნებაში არმაზ ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც ის აღნიშნავს, რომ "ბებერი ნიანგები" პარტიის დემოკრატიულად გარდაქმნას ხელს უშლიდა.
„არ მგონია, რომ ნიანგებითა და დინოზავრებით უნდა ვიხსენიებდეთ პოლიტიკოსებსა და კოლეგებს, უმჯობესია, უფრო კორექტულად ვისაუბროთ იმაზე, რაც გვაწუხებს. განაწყენებული ადამიანი პოლიტკაში არის ბევრი. მნიშვენლოვანი საზომია როგორ მიდის ის, წასვლის დროს საჭიროა, ყველამ შეინარჩუნოს ღირსება, არ მომწონს მამკაცები როგორც იქცევიან წასვლის შემდეგ, მიბაძონ ქალებს, “- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, თეიმურაზ ჭკუასელი კი ამბობს, რომ ეს არის გაღიზიანებული ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება.
ავტორი: ნათია გოგსაძე.
