„არავითარი ექსკლუზივი არ გვაქვს, ეს საუბარი თითიდან გამოწოვილი მგონია"- ბერძენიშვილი კობახიძეს პასუხობს
თანაგუნდელების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს დღეს ლევან ბერძენიშვილმა უპასუხა. რესპუბლიკური პარტიის ერთ-რთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ დასავლური ორიენტაცია, არჩევანი ვინმეს ექსკლუზივი არ არის. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი.
„არავითარი ექსკლუზივი მაგაზე არ გვაქვს, ეს საუბარი თითიდან გამოწოვილი მგონია. ჩვენ ვართ ევროპაში, ეს არ არის რესპუბლიკელების ამბავი, კოალიცია კი არა მთელი ქართველი ხალხი არის ევროპის ნაწილი,"- განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მანანა კობახიძის თქმით იმ მოსაზრების ხაზგასმა, თითქოს რესპუბლიკური პარტია პროდასავლური ერთადერთი ძალაა არასწორია.
ლევან ბერძენიშვილი გოგი თოფაძისა და რესპუბლიკელების დაპირისპირებასაც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მათ მრეწველებთან არ აქვთ პრობლემა, დაპირისპირება თოფაძის განცხადებას მოჰყვა.
მრეწველთა პარტიაშიც აცხედებენ, რომ ორი პარტია ერთმანეთთან ურთიერთობას მოაგვარებს.
ავტორი: ნათია გოგსაძე.
