"მთელი პასუხისმგებლობა ეკსირება ბიძინა ივანიშვილს" - ზურაბ ჭიაბერაშვილი AMNESTY INTERNATIONAL-ის ანგარიშზე საუბრობს
AMNESTY INTERNATIONAL-ის ყოველწლიურ ანგარიშს გამოხემაურნენ პოლიტიკოსებიც. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით ვითარება გამოსწორებულია და ის რაც ანგარიშში მოხვდა, ცალკეული შემთხვევებია.
“ცალკეული ფაქტები კიდევ ერთხელ ვამბობ, რომელიც ოპოზიციისთვის არის სასაუბრო თემა, ყოველთვის იქნება ასეთ ანგარიშებში სხვადასვხა სახით, თუმცა ის რაც სასამართლოს განსჯადია და სასამართლოს ეხება ბუნებრივია ამაზე ჩვენ გვაქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი, რომ ჩვენ სასამართლო გადაყწვეტილებებში არ ვერევით ეს იქნება რუსთავი 2-ის საქმე, უგულავას საქმე თუ სხვათა მიმართ გამოტანილი განაჩენი, ეს არის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეყლება და ამაში პოლიტიკური ჩარევა არის მიუღებელი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთელი პასუხისმგებლობა ეკსირება ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას, რომელიც პირადი ანგარიშწორების გამო ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას.
“აღარ გამოდის არც ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში, სადაც მითითებული არ არის, რომ საქართველოში არის პრობლემა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, პრობლემა აქვს სასამართლოს და შეტევაა თავისუფლა მედიაზე. ეს არის უკიდურესად საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას, რომელიც პირადი ანგარიშწორების გამო ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას“- აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თავისუფალი დემოკრატების თქმით, მთავრობამ სასამართლო არ უდნა აკონტროლოს.
“არ უნდა აკოტროლოს მთავრობამ სასამართლო, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ უდნა იყოს პოლიტიკურად შეკვეთილი საქმეები. 2012 წელს ამ იმედით მოვედი მთავრობაში, მაგრამ სამწუხაროდ იგივე გრძელდება“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი
