"ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,"- "მრეწველებში" "რესპუბლიკელებთან" დაპირისპირებას აფასებენ
რესპუბლიკელებისა და მრეწველების დაპირისპირება დემურ ბაშალეიშვილმა ჟუჟუნა წვიმას შეადარა. ფრაქცია მრეწველების წევრი მიიჩნევს, რომ პარტიებს შორის დაპირისპირება მოგვარებულია და ამ თემაზე პოლიტსაბჭომ აღარ უნდა იმსჯელოს.
„ეს ყოველივე ამ დონის პრობლემა არ არის. დარწმუნდებით, რომ თურმე რა ჭექა-ქუხული ყოფილა, მაგრამ კი არ მოწვიმა თავსხმა, არამედ რაღაც ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,“- განაცხადა ბაშალეიშვილმა.
პრობლემაზე თვალის დახუჭვას არ აპირებენ რესპუბლიკელები. ისინი ფიქრობენ, რომ კონფლიქტი სწორედ პოლიტსაბჭოზე უნდა გაირჩეს.
კოალიციის კრიტიკა დღეს პარტია ქართული ოცნების ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმაც დაიმსახურა. უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ ახვლედიანმა განცხადა, რომ ოცნების დემოკრატიულ რეფორმას პარტიაში "ბებერი ნიანგები" აფერხებენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოალიციის სიაში შესაძლოა, თამარ ჩუგოშვილი იყოს, თუმცა საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი მან არ ისურვა.
ავტორები: ნათია გოგსაძე, დათო მაისურაძე, მალხაზ მეგრელიშვილი.
