ევროკომისია საქართველოსთან ვიზების გაუქმების შესახებ ევროპის პარლამენტს მიმართავს
ევროკომისია საქართველოსთან ვიზების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებით ევროკავშრის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს მომავალ კვირას მიმართავს. ინფომრაციას ამის შესახებ ბრუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ტვიტერის საკუთრ გერდზე აქვეყნებს. კურიერთან ინტერვიუში რიკარდ ჯოზვიაკი ამბობს, რომ მას ამ ინფორმაციას რამდენიმე წყარო უდასტურებს.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის საკითხი განცალკევდება ადასტურებს დავით ბაქრაძეც. მინისტრის განცახდებით, ჯერ კიდევ პრემიერმინისტრის ბოლო ვიზიტის დროს მიიღეს დაპირება ბრიუსელიდან, რომ საკანონმდებლო წინადადების წარმოდგენა მარტში მოხდებოდა.
იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ ევროპის 30 ქვეყენაში უვიზოდ გადაადგილება შეძლოს, ევროკომისიის წინადადება პარალემნტმა და ევროკავშირის საბჭოს 28 წევრმა სახელმწიფომ კონსენსუსით უნდა დაამტკიცოს.
ავტორი: სოფო ზურაბიანი
