"ცვლილებები რომ მოხდება, დარწმუნებული ვარ,"- დავით ლორთქიფანიძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ლორთქიფანიძე, მთავრობაში შესაძლო ცვლილებებს არ გამორიცხავს. ის ასევე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ამ პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„არ ვფიქრობ, რომ ზუსტად ასეთი წყობით მოხდება ცვლილებები, მაგრამ ცვლილებები რომ მოხდება ამაში დარწმუნებული ვარ. ბატონ ბიძინას ძალიან დიდი დამსახურება აქვს, მან წინა რეჟიმის შეცვლა მოახერხა, რომ არა ის, ეს ვერ მოხდებოდა. აქედან გამომდინარე, ადამიანურად მესმის, რომ მისი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და ვინ დაუშალა ბატონ ბიძინას, რომ მან თავისი მოსაზრებები გამოთქვას,"- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის წევრის, ანი მიროტაძის თქმით, კი მთავრობაში შესაძლო ცვლილბების შესახებგუნდში ამ დრომდე არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა.
მომავალი თვიდან მინისტრთა კაბინეტში მასშტაბური გადაადგილებებია მოსალოდნელი. გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ხადური თანმდებობას დატოვებს, მის ადგილს კი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, პორტფელს მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაიბარებს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი
