იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს
იუსტიციის საბჭოს ახალ წევრად ლევან მურუსიძის მიერ დასახელებული კანდიდატი აირჩიეს. საბჭოს მდივნის მიერ სერგო მეთოფიშვილის დასახელების შემდეგ 200-ზე მეტი მოსამართლიდან სხვა კანდიდატურა არცერთს არ დაუყენებია. ერთადერთ კანდიდატს კი მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სერგო მეთოფიშვილი ამ ეტაპზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეა და სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არის გამწესებული.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიცია კი ვაკანტური ზაზა მეიშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, რამდენიმე დღეში გახდება.
„ეს ჩემთვის დიდი ნდობა და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა. ალბათ, შვება უნდა იგრძნონ სასამართლოებმა, ვგულისხმობ დიდ სასამართლოებს, როგორიცაა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოები. ძალიან დიდი პრობლემებია, რადგან არ ჰყოფნით მოსამართლეები და ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს პრობლემაა გადასალახი,“ - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.
